2020-08-18 12:26:11, 16016 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 132 ადამიანი კი, გარდაიცვალა
რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 932 493-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 132 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 15 872-მდე გაიზარდა.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 742 628-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,