19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 18:42:58, 1022 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში რუსული სამხედრო დანაყოფები გამოჩდნენ

ბელარუსში რუსული სამხედროები გამოჩდნენ.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, სადაც რუსული სამხედრო დანაყოფების მინსკის მიმართულებით გადაადგილება ჩანს.

ამ დროისთვის უცნობია რა მიზნით შევიდა ქვეყანაში რუსული დანაყოფები.

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ კი იუწყება, რომ ბელარუსის არმია ლიტვისა და პოლონეთის სასაზღვრო ზოლში სამხედრო სწავლებას აწარმოებს.

ქვეყანაში შემოსული რუსული არმიის ფონზე ლუკაშენკო გაფიცულ მუშებს შეხვდა და განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, თუმცა ძალაუფლების გადანაწილებისათვის მზადაა.

დღეს ასევე საპროტესტო აქცია გამართეს ადგილობრივი ტელევიზიის თანაშრომლებმა და ხელისუფლება იძულებით ფეიქ ნიუსების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

აღნიშნულ ფაქტებს ევროპარლამენტისა და აშშ-ს შემდეგ დიდი ბრიტანეთიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანქციები უნდა დაეკისროს ყველა პასუხისმგებელ პირს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics