2020-08-17 13:45:23, 906 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო: ნუ დაელოდებით, რომ რაიმეს ზეწოლის ქვეშ გამაკეთებინებთ - ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ იქნება
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ნურასდროს დაელოდებით ჩემგან, რომ რაიმეს ზეწოლის ქვეშ გამაკეთებინებთ. ხელახალი არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობის გაღიზიანება მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსედ გამარჯვებამ გამოიწვია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების ხმათა 80% მიიღო. აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,