|
2020-08-17 12:40:56, 894 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის წინასწარ მონაცემებს 3.4%-ით აღემატება. საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 41.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 18.0 პროცენტით, მეორეზე თურქეთი 13.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე ირლანდია 10.2 პროცენტით. ამასთან, 2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 50.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)