|
2020-08-17 11:29:44, 796 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო მოინახულა, რომელიც ფუნქციონირებას 2020 წლის 24 ივნისიდან შეუდგა. სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და, მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებსაც არაერთი გადამზადების კურსი აქვთ გავლილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო ქ. თბილისის მასშტაბით იმუშავებს არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირების მიერ) ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნება არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას, რა მიზნითაც 2020 წლის ბოლომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და პანკისის ხეობაში მოეწყობა მსგავსი ტიპის ოთახები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)