|
2015-09-10 11:12:20, 796 ნახვა
სამართალი
ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, თამარის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 108–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, ბათუმში გვიან ღამე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი დაახლებით ღამის 02:00 საათზე ქუჩაში გაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება გოგოს მოტაცების გამო მოხდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ორი გასროლის ხმა იყო. სროლის შედეგად მ.შეროზია და მ.მუპუტაძე დაიჭრნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)