2020-08-15 16:31:03, 1537 ნახვა
მსოფლიო
ხაბაროვსკში პუტინის მმართველობას მეექვსე კვირაა ისევ აპროტესტებენ
უკვე მე-6 კვირაა, რაც მომიტინგეები პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მართვას აპროტესტებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.
აქციაზე ბელარუსისადმი მხარდასაჭერი შეძახილებიც ისმოდა - „დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს“.
ადგილობრივი მაღალჩინოსნების შეფასებით, პროტესტში დაახლოებით 2000 ადამიანი შეუერთდა.
დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი დაამარცხა.
მას ბრალად ედება 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,