|
2020-08-15 14:05:10, 1091 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის. სამხედროებს შორის არის 2012 წელს ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცის - ალექსანდრე შამუგიას მამა - როინ შამუგია, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. აფხაზეთის ომის მონაწილე სამხედროს მის მშობლიურ კუთხეში, ზუგდიდში პატივით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)