19:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 13:59:38, 1017 ნახვა

მსოფლიო
ბალტიის ქვეყნები ბელარუსს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები ბელარუსს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ბალტიის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა ესტონეთში შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც განაცხადეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, გამჭივირველედ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

ამასთანავე, მათ ბელარუსს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა, ბალტიისპირა ქვეყნების პრემიერ-მინიტრები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე დაწესდეს სანქციები.

ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მან ხმების 80.23% მიიღო, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. დაიწყო აქციები. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics