16:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 13:04:53, 1094 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარებს მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ

მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი დავით ბაქრაძის სიტყვებს, სადაც მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში.

სალომე სამადაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება დამაზიანებელია, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე პირადად დავით ბაქრაძისთვის.

„მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ერთიანობას, იმიტომ რომ, მაგალითად ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისსში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მხარდაჭერა.

ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს დავით ბაქრაძეს ამომრჩეველი დღეს, თუ ის თავის დროზე ვერ ასრულებდა ფუნქციებს, რაც ეკისრებოდა.

ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics