23:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 11:41:24, 1213 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB" დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის

„მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელსაც სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ი უსვამს ხაზს - ეს არის მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც რეალურად განაპირობა ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „Fitch"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევების გამო  მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად  - „BB" დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის.

„პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch"-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც   ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics