|
2020-08-14 22:48:20, 1036 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით „მეიჯერელმა“ მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა
ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „მეიჯერელი" თბილისსა და ქუთაისში ოპერირებით არ შემოიფარგლა და 2020 წლის ივლისში, კომპანიამ მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა. „უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა, არსებული ინვესტორებისთვის ხელშეწყობა და მათი საქმიანობის გაფართოება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითი სწორედ კომპანია „მეიჯერელია", რომლის საქმიანობაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. წელს კი, საქართველოს მასშტაბით, უკვე მეოთხე ოფისი გახსნა ბათუმში, სადაც წლის ბოლომდე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა გერმანულენოვანი ბაზრისთვის საქართველოდან სერვისების დისტანციურად მიწოდებაზე“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ,მიხეილ ხიდურელმა.
„მეიჯერელი" წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს. კომპანიის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი 29 ქვეყანაში, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელსაც თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში შემოსვლის დღიდან მეიჯერელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)