19:16 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 19:14:20, 1037 ნახვა

მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია - ბელარუსმა გაერთიანება და ხელისუფლებისთვის უარის თქმა შეძლო

ბელორუსმა გაერთიანება და ხელისუფლებისათვის უარის თქმა შეძლო, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუდან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხი აღარასოდეს ისურვებს ამ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას და მისი გამარჯვების უმრავლესობას აღარ სჯერა.

„ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ არავინ ელოდა, რომ ბელარუსს გაერთიანება და ხელისუფლებისთვის უარის თქმა შეეძლო. თუმცა ეს მოხდა, უმრავლესობა ცვლილებების მომხრე ვართ. ამას აქვს დოკუმენტური მტკიცებულება. კომისიის მიერ დათვლილი ხმათა უმრავლესობა ჩვენ გვეკუთვნის. ბელარუსი ხალხი აღარასოდეს ისურვებს ამ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას და მისი გამარჯვების უმრავლესობას აღარ სჯერა.

სულ ვამბობდით, რომ ხმები არაძალადობრივი მშვიდობიანი გზით უნდა დაგვეცვა, თუმცა მშვიდობიანი აქცია ხელისუფლებამ სისხლიან ორთაბრძოლად გადააქცია, ვითარება კრიტიკულია. ტკივილით ვუყურებ იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას დიალოგისკენ და ვთხოვ ყველა ქალაქის მერს 15-16 აგვისტოს გახდნენ მშვიდობიანი მასობრივი შეკრების ორგანიზატორები თითოეულ ქალაქში“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics