17:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 16:50:51, 878 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეჯოში,სახელმწიფოს მხარდაჭერითშექმნილ ჩირისსაწარმო „ჯეოორგანიკში“ იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში" იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. „ჯეო ორგანიკის" მფლობელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ქართული ოცნების" ლიდერებს განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი საწარმო  წელიწადში 600 ტონა ხილს ამუშავებს.

მეწარმის ინფორმაციით, „ჯეო ორგანიკი" მომავალი წლისთვის  1000 ტონამდე ხილის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო უკვე გადამუშავებულია 10 ტონა ატამი და 10 ტონა ნესვი. საწარმოს სრული ინვესტიცია  5 მლნ ლარია, საიდანაც საკუთარი წილი 3,1 მლნ ლარს, სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი - 1 500 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ჩეხეთში, შვედეთსა და  უკრაინაში. „ჯეო ორგანიკში"  50 ადგილობრივია დასაქმებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics