04:00 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 11:29:40, 10149 ნახვა

სხვადასხვა
სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება

მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ რეკომენდაციებს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთანავე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების თანახმად, სავალდეულო იქნება შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის  პირბადის ტარება, შენობაში შესვლა ნებისმიერ პირს დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შეეძლება.

რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგსაც:

•             პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

•             სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

•             ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;

•             სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

•             ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

•             ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;

•             სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics