|
2020-08-13 13:16:38, 2497 ნახვა
კომენტარი
ბაჩალიაშვილის დედა - მაბულინგებენ, რატომაა რამიშვილი თქვენი ადვოკატიო - კითხვებს პროკურორი მარიამ გოგორელიანი სვამდა
„ჩვენი დაბარებების მიზანია ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ გაგვტეხონ, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობა“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა. მანვე განაცხადა, რომ მას აბულინგებენ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომელმაც ბაჩალიაშვილის წერილი გამოაქვეყნა, სხვადასხვა კითხვას უსვამდნენ. „მაბულინგებენ, რატომაა რამიშვილი ჩვენი ადვოკატი, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ბევრი კითხვებია რამიშვილთან დაკავშირებითო და რატომ არის ბევრი კითხვის ნიშანი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, მაინც იგივე კითხვები ექნებოდათ, ყელში გაეჩხირათ ეს კაცი“, - აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა. კითხვაზე თუ ვინ დაუსვა მას მსგავსი კითხვები თეონა თამაზაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო პროკურორი მარიამ გოგორელიანი. „ჩამაცივდა კაპანაძეს შენ მიეცი წერილი თუ არაო? მაგათთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას. ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ უნდა გაესაჯაროებინა და ასეც მოიქცა. შენთან მოდის თუ არაო, ჩანაწერებს ამოვიღებთო. ჩემთან ყველა ჟურნალისტი მოდის და მაშინ ყველას ჩანაწერები ამოიღონ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)