20:48 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 16:45:14, 501 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა. ღონისძიებას საქართელოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო.

„ალექსანდრე ქართველი ერთის მხრივ ქართული ინტელექტის, მეცნიერული მიღწევების, მეორე მხრივ კი, ტრანს-ატლანტიკური თანამშრომლობის სიმბოლოა. ის ამერიკელიც არის და ქართველიც. ის არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც არ დანებდა ბედს და უზარმაზარ წარმატებას მიაღწია უცხოეთში. ჩვენ ავღნიშნავთ წელსაც ალექსანდრე ქართველის კვირეულს. რამდენიმე დაწესებულებას დავარქმევთ მის სახელს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანი, რადგან იგი ძალიან ძვირფას მემკვიდრეობას წარმოადგენს ქართველი ერისთვის“. - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღესვე ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის კუთხის გახსნას და სამეცნიერო მუშაობის დაწყებას ითვალისწინებს. 

ავიაკვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში გაიმართება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს ტერიტორიაზე ალექსანდრე ქართველის მემორიალური დაფა და მისი სახელობის სკვერი გაიხსნება. ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული კი, 19 სექტემბერს ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დაასრულდება.
ავიაკვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თავდაცვის აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმი, სსსტც "დელტა". ალექსანდრე ქართველის ავიაკვირეულის ორგანიზატორი კი ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics