20:47 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 13:40:33, 441 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებსა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ნატაშა ფრანცეში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა  შოთა ღვინერიამ მიიღო.

შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ნატაშა ფრანცეშის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დახვეწის კარგი საშუალება იქნება.

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მინისტრის აგვისტოში აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტს. ნატაშა ფრანცეშმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში საკმაოდ წარმატებული იყო და თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან შეხვედრა აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. 

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა  და უკრაინის კრიზისის განხილვა იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობა სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით, ასევე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics