2015-09-09 13:04:08, 510 ნახვა
საზოგადოება
კომპანია PSP განცხადებას ავრცელებს
კომპანია პსპ ნებისმიერი მწარმოებლის მიერ ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, მის ტერიტორიულ ხელმისავწდომობას საკუთარი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფს.
ამის შესახებ პსპ-ს განცხაბაშია აღნიშნული.
„საქართველოს ბაზრისთვის ნებისმიერი მწარმოებლის მიერ პირველ რიგში ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, პსპ გამოთქვამს მზადყოფნას უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ქსელის მეშვეობით“, - ნათქვამია პსპ-ს განცხადებაში.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან