2020-08-10 16:38:41, 1030 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა ახალქალაქში 17 სპორტსმენს და 5 მწვრთნელს, საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომები გადასცა
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში 17 სპორტსმენს და 5 მწვრთნელს, საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დაესწრო.
ბესიკ ამირანაშვილმა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა რეგიონის წარმატებასა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),