|
2020-08-10 16:17:26, 2381 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად მოქნილი ბიზნეს ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პირველმა დანერგა. ფაქტორინგი არის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების სერვისი. რაც ყველაზე მთავარია, ის არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება ისეთ ბიზნეს საქმიანობაში, როგორიცაა: წარმოება; საბითუმო ვაჭრობა / დისტრიბუცია; მშენებლობა; ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები; ტრანსპორტირება. ფაქტორინგით სარგებლობა შესაძლებელია: • სამუშაო კაპიტალის გასაზრდელად; • ხელფასების გადასახდელად; • ფულადი ნაკადების გასაზრდელად; • მარაგების შესავსებად; • ბიზნესის გაფართოებისთვის; • ახალი ბიზნესის მიმართულების შესაქმნელად. მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ ბიზნესი რეგულარულად ახდენს პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად. საქართველოს ბანკის მიერ ფაქტორინგის პროცესის გაციფრულება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციები განახორციელოს ციფრულ ეკოსისტემაში, თვალი ადევნოს მთელს ბიზნესპროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია. აღნიშნული სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. ასევე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას ციფრულად განახორციელებს. საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ფაქტორინგი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში დაფინანსების მიღების შესაძლებლობას პროდუქციის მიწოდების ან მომსახურების გაწევისთანავე იძლევა. ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით (როგორიც არის საკრედიტო ხაზი, სესხი და სხვ.) არის ის, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც არ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი გაციფრულებული და გამარტივებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f2d664364991e3c92e0308d?utm_campaign=Factoring&utm_medium=Press-release&utm_source=News
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)