00:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 16:03:33, 943 ნახვა

ეკონომიკა
ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში, სიმინდის საყანე ფართობები დაათვალიერა.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ  გატარებული თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, წელს ფერმერებს მაღალი ხარისხის მოსავალი აქვთ, რაც შესაბამისად აისახება მათ შემოსავლებზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სიმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით  მუშავდება. წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. დღეისათვის, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით დამუშავებულია 25 000-მდე  ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 7000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

„მავნებელთან ბრძოლაში საქართველოს  წარმატებულ გამოცდილებას   მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში სამაგალითოდ აღიარებენ. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სხვა დაავადებების ლიკვიდაციასაც შეუწყო ხელი. ფერმერები ძალიან მადლიერები არიან, წელს 20/30 პროცენტით მეტი სიმინდია დათესილი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics