2020-08-09 16:58:21, 19451 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კოვიდ-19-ის 5 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 887 536-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 931-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 693 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კოვიდ-19-ის რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,