|
2020-08-08 11:05:45, 2031 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ,,ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ვალია გააგრძელოს ეს ბრძოლა რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, პრაგმატული. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ერთად დგომით დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა. ღონისძიებას აჭარიდან აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მინისტრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)