10:22 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 17:27:11, 2353 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა - შტატების პრეზიდენტმა TikTok-ი აშშ-ი 45 დღით აკრძალა, კომპანია სამართლებრივ დავას იწყებს

BBC-ს ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური აპლიკაციის, TikTok-ის აკრძალვაზე ბრძანება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, პლატფორმა შტატებში 45 დღით აიკრძალება მანამ, სანამ ჩინური კომპანია არ გაყიდის.

TikTok აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება.

კომპანიის განცხადების მიხედვით, ტრამპის ქმედება შოკისმომგვრელია და ისინი აპირებენ სამართლებრივ დავაში ჩართვას, რათა არ დაირღვეს კანონის უზენაესობა

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აპლიკაცის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომა ჩინეთის მთავრობას აქვს, რაც მფლობელი კომპანიის კეთილი ნებაა.

ჩინურ კომპანიაში, ByteDance-ში ამ ინფორმაცია უარყოფენ.

ტრამპმა ასევე დაბლოკა ჩინური პლატფორმა WeChat.

პრეზიდენტმა მიზეზი აქაც იგივე დაასახელა, თუმცა პლატფორმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათთვის ეს ქმედბა გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპა TikTok-ს 15 სექტემბრამდე მისცა ვადა, რომ ამერიკული კომპანია Microsoft-ისთვის აქციები მიეყიდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ის შტატებში აპლიკაციას დაბლოკავდა.

თუმცა პრეზიდენტის პირობები შეიცვალა, ჩინურ აპლიკაციას ამერიკაში მოღვაწეობის გაგრძელებისთვის 45 დღიანი ვადა აქვს, თუ მფლობელები აქციებს არ გაყიდიან დაბლოკვის ხანგრძლივობა გაიზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics