|
2020-08-06 10:20:50, 2363 ნახვა
საზოგადოება
2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)