02:29 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 11:51:59, 2978 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი - მოვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ნ.ც.-ს ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.

ბერიანიძის თქმით, იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვები, წინა სასამართლო სხდომაზე მათ უკვე განაცხადეს.

„ჩვენი შუამდგომლობები მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაყენებული გვაქვს სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენი არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვები, ეს უკვე განვაცხადეთ წინა სასამართლო სხდომაზე. ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს მთელი სისხლის სამართლის საქმე და მასში არსებული მტკიცებულებები, რომელზე  დაყრდობითაც, რა თქმა უნდა, პატიმრობაში არ უნდა დარჩენილიყო არასრულწლოვანი ნ.ც. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და არ გადაეცეს სასამართლოს არსებითად განსახილველად“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics