04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 15:30:53, 1892 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ  „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

პროკურატურაში იუწყებიან, რომ აღნიშნული კლინიკის ექიმმა ვ.ყ.-მ დაარწმუნა პაციენტის ოჯახის წევრები, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში  გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო  ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც  ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე  ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო"-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია  ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

ვ.ყ-მ., პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში  გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო  ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც  ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო"-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას  არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია", ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე  კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა“, - განაცხადეს პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics