|
2015-09-07 17:23:42, 813 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებზე მკაცრ მონიტორინგს აწესებს
სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიით სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფას ეხებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება კარდინალურად შეცვლილია. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ხელმძღვანელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები გამართულად ფუნციონირებდეს და მსჯავრდებულებს სასურველი პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეეძლოთ. მათივე ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებულებაში შეიქმენება ლოკალური ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მაღაზიების ფუნქციონირებას და ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება ექნებათ. სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ შპს GMM-მა თავი ვერ გაართვა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების პროდუქციით მომარაგებას. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებული კომპანია 1 აგვისტოდან აღარ ახორციელებს დაწესებულებების პროდუქციით მომარაგებას. 24 აგვისტოდან დაწესებულებების მაღაზიებს ემსახურება კომპანია „კალინა ჯორჯია“, რომელმაც სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა და პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის რეკომენდაციაში აისახა, უკვე ერთი თვეა აღმოფხვრილია. ამ ეტაპზე მსჯავრდებულთა მხრიდან ამ კუთხით რაიმე უკმაყოფილება და პრეტენზია არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)