11:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 13:09:53, 4582 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე კი დღეიდან ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.

,,აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარადგინა ოთხი წლის შემაჯამებელი ანგარიში. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ძალიან დიდ გამოწვევაში. დარწმუნებული ვარ რომ მაღალი ნდობით შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კოვიდ-19 თან ბრძოლის პერიოდში. არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული ეპიდოლოგი. დარწმუნებული ვარ რომ ის იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი გუნდისთვის. ორმაგად მისასალმებელია, რომ ქალბატონების რიცხვი იზრდება მთავრობის შემადგენლობაში“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. პოსტკრიზისული პერიოდი აისახა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც, თუმცა მიუხედავად ამისა არცერთი მუნიციპალური პროექტი არ გაჩერებულა. ბათუმის ბიუჯეტი კი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება.

მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics