11:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:19:09, 3811 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ლ.შ.-ს ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გირაოს გამოყენების საკითხი დააყენონ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა,  ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენების საკითხი დააყენონ.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიც არის მტკიცებულების დაუშვებლობა, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და დევნის შეწყვეტა.

„ბუნებრივია, სამივეზე დაცვის მხარეს გვაქვს შუამდგომლობები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ლ.შ-ს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რასაც არ აღიარებს დევნის დაწყების დღიდან. ალტერნატივის სახით შესაძლოა დავაყენოთ გირაო. ოდენობაზე შევთანხმდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და მის ოჯახთან. ალბათ 3000 ლარი ან შესაძლოა, კიდევ უფრო ნაკლებიც იყოს“, - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics