|
2015-09-07 13:23:46, 1767 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი ალასანია: ჩვენ გვყავს მმართველი, რომელსაც აქვს კონტროლი, მაგრამ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა
მეტი თავდაცვა, დემოკრატია, არაფორმალური მმართველობა, ნატო-ში ინტეგრაცია - ეს ის თემები იყო, რაზეც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ 2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა. ალასანიას თქმით, თუკი საქართველო ინსტიტუციურად და დემოკრატიულად მზად არ იქნება, ნატო-ში ბოლომდე ინტეგრაცია ძალიან გაჭირდება. მისივე განცხადებით, საქართველოში არაფორმალური მართვა არსებობს, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის. „მეტი თავდაცვისთვის საჭიროა მეტი მონაწილეობა ამერიკის და ევროპის, ჩვენი უსაფრთხეობის და თავდაცვის შექმნაში. მეორე - დემოკრატია. თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად ინსტიტუციურად და დემოკრატიულად ნატო-ში ბოლომდე ინტეგრაცია ძალიან რთული იქნება. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ იმ არაფორმალურ მართვაზე, რაც დღეს ხელს უშლის საქართველოს განვითარებას. ჩვენ გვყავს მმართველი, რომელსაც აქვს კონტროლი, მაგრამ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა. ამაზე ვრცლად იყო საუბარი და მე მგონია, ამას შემდგომი არჩევნები წერტილს დაუსვამს“, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს სიტყვით გამოსვლის შემდეგ. კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" დღეს გაიხსნა. მასში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, მინისტრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)