|
2020-07-30 13:21:46, 3512 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - თუ ქვეყანაში ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი დარჩება, დიდი საფრთხეა ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს
თუ ივანიშვილის ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი დარჩება საქართველოში, დიდი საფრთხეა, ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან განმარტება გააკეთა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის წერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უკანასკნელი არ იქნება. „არაუგვიანეს 180 დღეში უნდა მომზადდეს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოში კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციის შეფასებას, მათ შორის აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების დაცვას ქვეყანაში. ამ ანგარიშის წინმსწრები იყო მაიკ პომპეოს განცხადება და კონგრესმენები ამ ანგარიშის წინმსწრებად აგზავნიან კვლავ ასეთ შემაშფოთებელ წერილს ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი წერილები არ იქნება უკანასკნელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი დარჩება საქართველოში, დიდი საფრთხეა, ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)