|
2020-07-30 12:45:44, 3531 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა: „ფრონტერას" ყველა მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსურია
„ფრონტერას" ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, „ფრონტერას“ დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვტილება მიიღეს, რადგან გაუფრთხილდნენ იმ საინვესტიციო გარემოსა და იმიჯს, რაც საქართველოს გააჩნია. „მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან" მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს", - განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავას შეფასებით, „ფრონტერას" ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი. „კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა" და მათი ლობისტების მხრიდან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)