|
2020-07-30 11:29:54, 3106 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია - გიორგი რურუა არის ყოჩაღად, იცის, რომ პოლიტიკური პატიმარია - ვიბრძოლებთ, რომ სისტემა დაინგრეს
გიორგი რურუა არის მხნედ, იმიტომ რომ მან იცის, რომ არის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა პარტნიორი ერთხმად ეუბნება, რომ არცევნები არ იქნება ნორმალური, თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა. „აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, ის ამ საქმეში არის მსხვერპლი და ყველა ერთხმად საქართველოს ეუბნება, რომ მორჩით პოლიტიკურ დევნას, ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა, ეს უთხრა პომპეუმ გახარიამ, ამაზე ლაპარაკობენ სენატორები. გიორგი რურუა არა თუ გამოვა იქიდან, არამედ მოუგებს კიდეც სახელმწიფოს და სისტემას და ფასს გადაიხდის ძალიან ძვირს „ქართული ოცნება“ ჩვენ ვაპირებთ გიორგი რურუას გამოსასვლელად ბრძოლას, ამის საშუალებები არსებობს, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ზუსტად ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტპატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოო ჯამში მოუწევთ. არ მოუწევთ და გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. გიორგი რურუა დღეს არის ძალიან ყოჩაღად, იმიტომ რომ მან იცის, რომ არის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და ეს არის ბრძოლა, რომ ეს სისტემა დაინგრეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)