|
2020-07-30 11:14:15, 3579 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია - ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს
ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ამერიკელი კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ხაზგასმულია, რომ „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში პროგრესი შეჩერდა“. მისი თქმით, სწორედ ამისთვის არის არჩევნები, რომ ბევრად უფრო დაბალანსებული ხელისუფლება მოვიდეს სათავეში. „სამწუხაროა, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში თავი გაითქვა სწორედ რუსეთის ოლიგარქით, კანონის დარღვევით, პოლიტიკური დევნით, დემოკრატიის ზიანით, ბიზნესის დაჩაგვრით, ეს არის სიტყვები, რომლებიც უკვე ჩვეულებრივი გახდა საერთაშორისო მოხმარებაში. გვესმის ხან სენატორებისგან, ხან კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან, ეს არის მოცემული რეალობა, რაც აზიანებს ქვეყანას, მაგრამ თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს, სწორედ ამისთვის არის არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ავირჩიოთ ბევრად უფრო დაბალანსებული ხელისუფლება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)