|
2020-07-29 14:44:39, 4014 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - შეუძლებელია სასამართლომ გიორგი რურუას საწინააღმდეგო განაჩენი მიიღოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, რომ სასამართლომ გიორგი რურუას საწინააღმდეგო განაჩენი მიიღოს. მისი თქმით, სასამართლოზე წნეხის მოხსნა დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. „იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან და არ გამოიყენოს მართლმსაჯულების სისტემამ პოლიტიკური მიზნებისთვის, ვფიქრობ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში იქნება, მოხსნას წნეხი სასამართლოზე. დამოუკიდებელ რეჟიმში დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია სასამართლომ მიიღოს გიორგი რურუას საწინააღმდეგო განაჩენი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა, მოსამართლემ საბოლოო განაჩენი დღეს გამოაცხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)