|
2020-07-29 10:13:51, 2884 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირება დაწყებულია
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირება დაწყებულია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მისვლისას მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. მიხეილ რამიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს ამოღებულია თუ არა რაიმე მასალა. „პროცესი მიმდინარეოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუბნებოდნენ კომპიუტერს ჩემი თანდასწრებით გახსნიდნენ მაშინ როდესაც კომპიუტერი უკვე გახსნილი იყო. თქვეს, რომ კოდი არ გამოუყენებიათ და არ შესულან. მოთხოვნას დავაყენებ და გადავამოწმე იყვენენ თუ არა სისტემაში შესულები. იყო იმაზე საუბარიც, რომ ცხონებულის "ფეისბუქ" ექაუნთი გაქრა“, - განაცხადა რამიშვილმა. ცნობისთვის, ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის კომპიუტერის გახსნას მისი თანდასწრებით ითხოვდა. ასევე თამარ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქ" ანგარიში გუშინ გაქრა და აღარ იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)