03:43 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 15:43:51, 3407 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - უკვე მქონდა კონტაქტი ამერიკის ფედერალური ბიუროს გარკვეულ პირთან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ უკვე ჰქონდა კონტაქტი ამერიკის ფედერალური ბიუროს გარკვეულ პირთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურების გატარებაა საჭირო.

რამიშვილი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დრომდე ვერ მოხდა ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის გახსნა და ის მოითხოვს, რომ მისი ჩართულობის გარეშე არ მოხდეს კომპიუტერის გახსნა.

„ჩემი პირადი მოთხოვნაა, რომ ჩემს გარეშე არ მოხდეს კომპიუტერის ექსპერტიზის ჩატარება იმიტომ, რომ მე გარკვეული პირების ჩართულობა მინდა, რომ კომპიუტერი შემოწმდეს ისე რომ ამას ვესწრებოდე მე. რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს მიმართებაში, მე უკვე მქონდა კონტაქტი გარკვეულ პირთან, რომლისგანაც ვითხოვ ის პროცედურა დეტალურად იქნეს გადმოცემული თუ რა უნდა განხორციელდეს.

ვერ ხერხდება კომპიუტერის გახსნა და იმაზე საუბარი 21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხდება ჩვენთან ეს, ამის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. სახიფათოა რადგან ამას შესაძლოა გარკვეული ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს“, - განაცხადა რამიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics