10:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 13:31:57, 2652 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი

ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი „ევროპულ საქართველოში“ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების გზით მიღებული შედეგი.

„გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად არის ის შედეგები, რომელსაც პროპორციული არჩევნების გზით აჩვენებენ პოლიტიკური პარტიები, ამიტომ, ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი: არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არ იმის წინა არჩევნებში. ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. უგულავა ოპოზიციურ პარტიებს, უახლოეს დღეებში, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics