|
2020-07-28 13:01:57, 2203 ნახვა
სამართალი
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
27–28 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზუგდიდში, 24 საათიან რეჟიმში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (790 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურმა განუცხადა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი. ერთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)