|
2020-07-27 13:06:56, 2461 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - დავასახელებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ მათი გოგო შარში იყო
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში დაასახელებენ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ მათი გოგო შარში იყო. რამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პირები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან. „ჩვენ მოვედით იმ პირისა და პირების დასასახელებლად, რომლებიც იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, ესაუბრებოდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ შარშია მისი გოგო და პრობლემაა, ეუბნებოდნენ, რა საჭირო იყო აქციები. დასახელდებიან ეს ადამიანები, ისინი არიან პოლიციის მაღალჩინოსნები“, - განაცხადა რამიშვილმა. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში აღნიშნული პირების დასასახელებლად იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)