|
2020-07-27 11:59:45, 17416 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში არც დამშვიდების და არც განგაშის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს
ქვეყანაში კოვიდინფექცია ცირკულირებს, ამიტომ არც დამშვიდების და არც განგაშის გამოცხადების საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფექცია მართვადია, თუმცა საზოგადოებას მეტი ყურადღება მართებს. „ინფექცია, ანუ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი იმისა, რომ დამშვიდებას მივეცეთ არა გვაქვს, არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში გამოვაცხადოთ. ციფრები რაც ფიქსირდება, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს და ის ოდნავ მოშვება რაც იგრძნობა საზოგადოებაში, დაუშვებელია, რომ არ დავიცვათ დისტანცია, არ ვატაროთ პირბადე და თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)