|
2020-07-27 11:54:40, 17832 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი კორონავირუსის 98 შემთხვევიდან, 14 სამედიცინო პერსონალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში, კერძოდ 20-26 ივლისის ფარგლებში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქირდა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში 14 ინფიცირების წყარო სამედიცინო პერსონალს უკავშირდება. „ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების ზრდის დინამიკა. 20-26 ივლისის ფარგლებში ერთად არის 98 შემთხვევა ერთი კვირის განმავლობაში, აქედან 22 გახლავთ გაჩიანთან დაკავშირებული შემთხვევები, 14 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 13 იმპორტირებული, 15 იმპორტირებულიდან საავტომობილო ტრაილერების მძღოლები. ლილოს და გაჩიანთან კონტაქტირებული გამოვლენილი გვყავს 14 და ამვე დროს, ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს 14 ინფიცირება სამედიცინო პერსონალის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)