|
2020-07-27 09:38:04, 1794 ნახვა
სამართალი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო გაიმართება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელებენ, არასრულწლოვნების პროცესი კი 31 ივლისს არის ჩანიშნული. ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს არა აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დააყენებენ გირაოს გამოყენების შუამდგომლობას. მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დასმული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)