|
2020-07-25 12:22:35, 2950 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზაა დანიშნული
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კალიგრაფიულ და სხვა ძალიან ბევრ თემაზე ექსპერტიზაა დანიშნული. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე ვერ იტყვის, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. „ჩემი კითხვები დაკავშირებულია პირველ რიგში, ხუთდღიან ძებნასთან, რომელიც მიმდინარეობდა და თუ გამოყენებულია დრონი, მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, რა ადგილებია გამოძიებული. კალიგრაფიულ და სხვა ძალიან ბევრ თემაზე ექსპერტიზა არის დანიშნული. რაც მჭირდებოდა და რაც საქმეს ჭირდებოდა, ყველაფერზეა ექსპერტიზა დანიშნული. გააჩნია რა პასუხს მივიღებთ. თუ იქნება ისეთი პასუხები, რაც მე და საქმეს ჭირდება, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. მაქვს ისევ ის ეჭვი, რომ ასე მარტივად არ მოხდებოდა თვითმკვლელობა, ასე არ ხდება თვითმკვლელობა. შესაბამისად, ერთ და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, 22 ივლისს, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)