10:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 18:46:35, 3140 ნახვა

საზოგადოება
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ  251 დევნილ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს.  მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. 

კომისიამ თითოეული დევნილი ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 251 დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ოჯახების სია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა. 

ამ ეტაპზე, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, სამოთახიანი ბინები 3 ან 3-ზე მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, ერთოთახიანი ბინები კი 6,5 ქულიდან განაწილდა.  ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით,  ერთოთახიანი ბინის კანდიდატები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ქულა ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებენ, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში საცხოვრებელ ფართები უპირობოდ გადაეცემათ.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება თბილისში, თამარაშვილის ქ.N15ა-ში, სააგენტოს შენობაში, 27 და 28 ივლისს გაიმართება.     





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics