|
2020-07-24 11:33:24, 19254 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. „ჩვენთან გუშინ იყო 30 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელებული არ გვყოლია, შემოვიდა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან 5 გახლავთ ლილოს ბაზრობის წყარო, 2 გახლავთ გაჩიანი და 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი. გვყავდა 2 მძიმე პაციენტი და გუშინდელი შემოსულებიდან დაგვემატა კიდევ 1 ახალი მძიმე პაციენტი. სამივე მათგანის მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება და სტაბილურია, ალბათ გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება. დნარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)