|
2020-07-24 11:33:16, 2574 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ნ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ნ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დადასტურდა ბრალდების მხარის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. ასევე, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მკვლელობის ადგილზე და დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური და დაქტილოსკოპიური კვალი. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)