|
2020-07-24 10:48:41, 20784 ნახვა
ომი უკრაინაში
Unicef - საქართველოში Covid19 განათლებაში არსებულ უფსკრულს უფრო მეტად აღრმავებს
საქართველოში Covid19 განათლებაში არსებულ უფსკრულს უფრო მეტად აღრმავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Unicef ავრცელებს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში შექმნა. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნაში სკოლების დროებით დახურვა და ინტერნეტის პრობლემა უფრო ამძაფრებს განათლებაში არსებულ უთანასწორობას. „COVID-19– ის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის თებერვალში, რის შედეგადაც მთავრობამ დააწესა მთელი რიგი ღონისძიებები, სკოლების დახურვის ჩათვლით. ქვეყნის მასშტაბით სკოლები დისტანციურ სწავლებაზე მარტის ბოლოდან გადავიდნენ. მოულოდნელმა ცვლილებამ გარკვეული პრობლემები გააჩინა, განსაკუთრებით სოფლად,სადაც ინტერნეტზე წვდომა პრობლემური საკითხია“, - ვკითხულობთ ანგარიშში. UNICEF– ის წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეების ინტერნეტით უზრუნველყოფა. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ პანდემიის დაწყებამდეც საქართველოში სკოლაში დასწრების უთანასწორობა ისედაც აისახებოდა. შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში, მაგალითად ნიქოზში, ყველაზე დაბალი მონაწილეობა დაფიქსირდა სასწავლო პროცესში. აქ მოსწავლეთა მხოლოდ 68 პროცენტი იყოს პროცესში ჩართული. ეს მაჩვენებელი კი დედაქალაქში დაახლოებით 90 პროცენტს შეადგენდა. დაბოლოს, აღნიშნულია, რომ განათლების მიღებასთან დაკავშირებული უთანასწორობა ნაცნობი საკითხია, რადგან მთელს მსოფლიოში თითქმის 1,2 მილიარდმა სტუდენტი კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლაში ვეღარ დადის. ეს კი აღრმავებს განათლებაში არსებულ უფსკრულს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)